ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება საჭირო არ არის, რადგან ირანს აშშ-თან გარიგება სურს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების საჭიროება არ არსებობს, რადგან თეირანი, მისი აზრით, ვაშინგტონთან შეთანხმების დადებას აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადის ფონზე ცდილობს.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ [ცეცხლის შეწყვეტის] გახანგრძლივებაა საჭირო. ირანს შეთანხმების დადება სურს და ჩვენ მათთან ძალიან კონსტრუქციულ დიალოგს ვაწარმოებთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.