ბექა ოდიშარია: ზურაბიშვილი ცდილობს, ნოყიერი ნიადაგი შეუქმნას „ნაცმოძრაობას“ რევანშისთვის – მათი ჩრდილოვანი კაბინეტი მონსტრების კორპორაციაა
“სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს, შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი – გადახედეთ რა, მონსტრების კორპორაციაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, მმართველ გუნდს “ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობა არ სჭირდება.
„ჩვენ გვაქვს 60%-იანი რეიტინგი, ან რაში გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან ერთხელ და სამუდამოდ რატომ უნდა დავიმარხოთ თავი ისე, როგორც ეს ადამიანები იმარხავენ თავს, „ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრომლობით. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს, შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი – გადახედეთ რა, მონსტრების კორპორაციაა. ყველა, ვინც კი შურისძიების სურვილით შეპყრობილია, იმ თანამდებობას ირჩევს, საიდანაც შურისძიება გაუადვილდება. თუ 60%-ს ვერ ავიღეთ, სხვა პარტიები შემოვლენ. „ხალხის ძალასთან” წარმომიდგენია კოალიცია, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. შეიძლება, ნორმალური ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ, კონკრეტულად ვერავის დავასახელებ“, – განაცხადა ოდიშარიამ.