Politico: ევროკავშირი უკრაინისთვის 6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Politico სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული პაკეტის მიზანი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყისში კიევის სტრატეგიული პოზიციის გამყარებაა.

პაკეტი, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველაფერს 1,5 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებამდე, იქნება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ამასთან, ორი დიპლომატი Politico-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტის საბოლოო მოცულობა შესაძლოა 10 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს.

სამხედრო დახმარების პაკეტის საბოლოო ვერსიაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, უნგრეთის წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული პაკეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები