გიორგი ჩაკვეტაძე: საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდნენ – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ უნდა უწევდეთ უცხოეთში გარკვეული გრანტების მოძიება
„საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდნენ – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ უნდა უწევდეთ უცხოეთში გარკვეული გრანტების მოძიება,“ – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
„იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდნენ – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ უნდა უწევდეთ უცხოეთში გარკვეული გრანტების მოძიება, პოვნა და შემდეგ საქართველოში გადმოტანა. იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებიც მათი მხრიდან ხორციელდებოდა წლების მანძილზე, მათ უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი დაფინანსებაც, რადგანაც გაძლიერდეს ეს ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანიც არის რომ მოემსახურონ ქართულ საქმეს. ეს არის ამ კანონპროექტის იდეა“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, გრანტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.