“სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ” – მარიამ ლაშხი
“სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი აცხადებს.
„სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ. დღეს ვხედავთ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა საგრანტო პროგრამები, რომლებიც იყო ქვეყნებში და რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, იყო მიმართული არა ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებზე, არამედ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. სწორედ ამისგან და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ტარდება არაერთი რეფორმა“ – აღნიშნავს ლაშხი.
ცნობისთვის, “გრანტების შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.