“ხელისუფლება შექმნის ერთგვარ ფონდს, რომელიც დააფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა უმთავრესი მიზანი იქნება შეასრულონ დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს” – ვახტანგ ჩოჩია

“ხელისუფლება შექმნის ერთგვარ ფონდს, რომელიც დააფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა უმთავრესი მიზანი იქნება შეასრულონ დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს და “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილების განხილვას გამოეხმაურა.

“უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან დამკვიდრდა საქართველოში ერთგვარი მანკიერი პრაქტიკა, რომ ენჯეოები თითქოს არ აკეთებენ კარგ საქმეს და არ ახალისებენ ისეთ პროცესებს, რომლებიც თავის თავში გულისხმობს ჩვენი კულტურული თუ საგანმანათლებლო პროცესების განვითარებას. სწორედ ამ პრაქტიკის შესაცვლელად და ამ სტერეოტიპის აღმოსაფხვრელად საქართველოს ხელისუფლება შექმნის ერთგვარ ფონდს, რომელიც დააფინანსებს იმ ენჯეო ორგანიზაციებს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებს, რომელთა უმთავრესი მიზანი იქნება რომ ის დაკვეთა შეასრულონ, რაც არსებობს საზოგადოებაში”, – განმარტავს ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები