ვლადიმერ ბოჟაძე: რა თქმა უნდა, FARA-ს კანონის მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებით
„რა თქმა უნდა, მისი მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებით, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
დეპუტატმა FARA-ს კანონის ანალოგთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირას დააინიციირებს.
„ჩვენ ვგეგმავთ ერთი ერთზე ვთარგმნოთ ეს კანონი და ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა და მისი მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებით, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას საიმისოდ, რომ ის სპეკულაციები, რომელსაც ვისმენდით გამჭვირვალობის კანონთან, მანამდე იგივე FARA-სთან, თუ სხვა უცხოური გამოცდილებით და მიმართებით, აღარ იყოს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.