„სააკაშვილი ბორდელიდან სიბერის გამო გაგდებული ბოზივით დარბის აქეთ-იქით“
პოეტი რეზო ამაშუკელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. როგორც რეზო ამაშულეკი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სააკაშვილის საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
„ბორდელიდან სიბერის გამო გაგდებული ბოზივით დარბის აქეთ-იქით. ამ დღეებში ვიღაც მსახიობის, გვარად მახარაძის განცხადება წავიკითხე. უთქვამს, ვინც ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ემეგობრება, ჩემი მეგობარი ვერ გახდებაო. ვის რაში სჭირდება მაგათი მეგობრობა? ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ ჟურნალისტები. ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან ე.წ. ექსპერტებიც. ცოტა ხანში დედას ვუტირებ მაგათ. ყველას წარსული ვიცი. ეს ის ხალხია, რომლებიც ისე ღაღადებენ, როგორც მათ მუცლებს სჭირდება. მე ხალხს არ ვუყვარვარ იმიტომ, რომ პირში თქმა ვიცი და არავის ვინდობ“, – აცხადებს პოეტი.
პოეტი ამბობს, რომ როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ინტელიგენცია ტაშს უკრავდა, ახლა კი მის წინააღმდეგ გამოდიან. იგი მწერალთა კავშირის წევრებსაც აკრიტიკებს.
„ან ეს მწერალთა კავშირი სად არის? უგულავას და ქაცარავას ფულებით იუბილეებს რომ მართავდნენ, ახლა სად არიან? სად არიან და ჩასაფრებულები არიან, საჭირო დროს ელოდებიან. ახლა პატრიარქის შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ეკლესიას ლანძღავენ, მერე რომ გაუჭირდებათ, დავარდებიან მუხლებზე და დაიწყებენ, ღმერთო გვიშველეო, იცოდნენ, რომ ღმერთი მოღალატეებს არ შველის“, – აცხადებს ამაშუკელი.
რეზო ამაშუკელი ინტერვიუში ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეებზეც საუბრობს. მისი თქმით, ცუდი ამბები შეიძლება დატრიალდეს ქვეყანაში და სერიოზული ინფორმაციები აქვს რამდენიმე მინისტრზეც.
„მინისტრები მინდა გავაფრთხილო. ცუდ საქმეებში არიან გარეული. რამდენიმე მოღალატე მინისტრს ვურჩევ, ჭკვიანად დაეგდოს თავის სავარძელში. ძალიან ნუ ეპრანჭებიან ამ ამერიკას. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, საზღვარგარეთ არიან აფროამერიკელები, ჩვენთან კიდევ უფრო ამერიკელები. თუ არ გაჩერდებიან და გონს არ მოეგებიან, მათ ვინაობას ყველას გავაგებინებ“, – აცხადებს ამაშუკელი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.