გაეროში აღიარეს, რომ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო

უკრაინაში კონფლიქტი 2022 წლის თებერვალში არ დაწყებულა, ის ქვეყნის აღმოსავლეთით 2014 წლიდან მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა, ის ქვეყნის აღმოსავლეთით 2014 წლიდან გრძელდება“, – თქვა იენჩამ.

თავის მხრივ, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციით ის ომს არ იწყებს, არამედ ამთავრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები