თორნიკე ჭეიშვილი: USAID-თან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ ყველა დაარწმუნა იმაში, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს

“USAID-თან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ ყველა დაარწმუნა იმაში, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან დეტალური პასუხი იმის შესახებ, თუ რას მოხმარდა, სად იყო მიმართული თითოეული ცენტი, რომელიც იყო მომართული საქართველოსკენ იქნებოდა ეს ამერიკის შეერთებული შტატები და შესაბამისი ფონდები თუ ევროპული ფონდები.

„ამერიკული ფონდების პარალელურად ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაფინანსება და რა მიზნებით მომდინარეობდა ბრიუსელიდან თუ ევროპის სხვა დედაქალაქებიდან საქართველოს მისამართით და რეალურად რას ხმარდებოდა ეს რესურსები.

სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მაგალითიც მოიყვანა, როდესაც მან წერილიც გამოაქვეყნა – თუ არ ვცდები, 2023 წელს მიმართა ევროკავშირის ელჩს ერთ-ერთი ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით. ეს არის EED – ევროპის დემოკრატიის ფონდი. რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ პასუხი იყო ძალიან ბლანკეტური და ზოგადი რაც არავითარ დეტალურ ინფორმაციას არ შეიცავდა ამ ფონდის მიერ გაღებულ რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც იყო დაბანდებული ქართულ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებში.

რასაკვირველია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან დეტალური პასუხი იმის შესახებ, თუ რას მოხმარდა, სად იყო მიმართული თითოეული ცენტი, რომელიც იყო მომართული საქართველოსკენ იქნებოდა ეს ამერიკის შეერთებული შტატები და შესაბამისი ფონდები თუ ევროპული ფონდები. ამ მიზნითაც რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, რომელიც დღეს დაანონსდა“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები