ლოს-ანჯელესში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესების შედეგებს ებრძვიან.
ABC News-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბოლო ორ დღეში 475 მეწყერი ჩამოწვა, 38 შენობას შემოწმებას საჭიროებს, მათგან 4-ს საფრთხის წითელი დონე მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში შესვლა აკრძალულია, ცხრას – ყვითელი დონე, რაც ნიშნავს, რომ სახლში შესვლა მხოლოდ ნივთების გამოსატანად შეიძლება.
ბოლო მონაცემით, შტორმის შედეგად 380 ხეა წაქცეული.
ამავე დროს, სტიქიის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წყალდიდობა ფიქსირდება სან-ბერნარდინოს ოლქში, ბელ-ეირში, სანტა-ბარბარაში, ვენტურაში.
ამავე დროს, წყალდიდობაა სამხრეთ კალიფორნიის მთელ ნაწილზე ლოს-ანჯელესით დაწყებული და სან-დიეგოთი დასრულებული, ასევე, ნევადას და არიზონას ნაწილებში.
სან-დიეგოში ტორნადოს საფრთხის რეჟიმი მოქმედებს.