ჟოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა
ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ ტელეგრამში უმაღლესი რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ დაწერა.
“ჯოზეფ ბორელი კიევშია”, – დაწერა მან და დასძინა, რომ მასთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა რიგის მერი – მარტინშ სტაკისი და მისი მოადგილე – ლინდა ოზოლა.
5 თებერვალს ბორელი ვარშავას ეწვია, სადაც პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინაში მიემგზავრება. ბორელმა განმარტა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროკავშირის ვალდებულებების განხილვას გეგმავს.