ტრამპი – რუსეთის თავდასხმაზე: ვლადიმერ, გაჩერდი!

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ კიევზე 24 აპრილის თავდასხმას ეხმაურება და პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არ არის საჭირო და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5000 ადამიანი იღუპება. მოდით, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება!”,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 24 აპრილს რუსეთმა უკრაინაზე 70 რაკეტითა და 155 დრონით იერიში მიიტანა. დაღუპულია 10-მდე ადამიანი, დაჭრილია 70-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები