„ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის – ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში სპექტაკლი „ჰელადოსი“ წარმოადგინა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის – ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში წარმოადგინა სპექტაკლი „ჰელადოსი“. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტეგრირებულ თეატრში „აზდაკის ბაღი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პროფესიონალი მსახიობები ერთ სცენაზე თამაშობენ.
„სპექტაკლს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, დეკანოზი იოანე (ხეცურიანი) დღის ცენტრი „თებეს“, „ხედვა,ზრუნვა, მხარდაჭერის“ ბენეფიციარები, ასევე სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.