გიორგი ვოლსკი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, „დღის ქრონიკაში“ აშშ-ში ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბევრი პრობლემაა, იცვლება პოლიტიკა, მიმართულებები და ფლაგმანი ამ ცვლილებისა არის შეერთებული შტატები.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთხელ არცერთი ადმინისტრაციის დროს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს თავი არ შეურცხვენია, პირიქით – საქართველომ საკმაოდ ბევრი გაიღო იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემები და გამოწვევები ამ ქვეყანაშიც გათავისებული ყოფილიყო. ჩვენმა არაერთმა ოჯახმა დაკარგეს ახლობლები იმ ბრძოლებში, რომელშიც ჩვენ აშშ-ს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ ვაწარმოებდით.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკარნახა აშშ-ის იმ პერიოდის ადმინისტრაციას და ევრო ბიუროკრატიას, გარკვეული ნაბიჯები გადაედგა თავისი კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და საქართველოც მოყვა ამ ურთულეს პერიოდში. საზოგადოების უდიდესი ნაწილის დახმარებით ჩვენ შევძელით, რომ დღემდე სტაბილურობა მოგვეტანა. ახლა თანამშრომლობის დროა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მსოფლიოში ბევრია, იცვლება პოლიტიკა, იცვლება მიმართულებები და ფლაგმანი ამ ცვლილებისა არის აშშ. იქ ჩასვლა, ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა არ უნდა იყოს განხილული პოლიტიკის გარეშე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები