მაკრონი აცხადებს, რომ ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორია კიევისთვის „დაკარგული“ იყო. კრემლმა განაცხადა, რომ იგი „სრულიად“ ეთანხმება ამერიკის პრეზიდენტის შენიშვნებს.

„დონალდ ტრამპი აღწერს დე ფაქტო სიტუაციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მოქმედების თავისუფლება [რუსეთს]? არა. ნახევარკუნძულის სტატუსის საკითხი ახლა არავითარ შემთხვევაში არ არის დროული და ამის გაკეთება ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – დასძინა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები