სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ხოლო საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებათა სტანდარტი საკმაოდ მაღალია.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები