გია აბაშიძე – მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე: პოლიციელზე თავდასხმა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მძიმე დანაშაულად მიიჩნევა

„ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პოლიციელზე თავდასხმა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მძიმე დანაშაულად მიიჩნევა. ამგვარი ქმედების ჩამდენი ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს და ჟურნალისტობა ე.წ. ინდულგენცია ვერასდროს ვერ იქნება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რას იტყვიან კეზერაშვილის ჯიბეზე ჩამოკიდებული კონგრესმენი უილსონი თუ გერმანიის წარმავალი დეპუტატი როთი და მათ ქვეყნებში გაცილებით ხისტად მოხდებოდა პოლიციის ოფიცერზე თავდამსხმელის დაკავება.

„ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პოლიციელზე თავდასხმა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მძიმე დანაშაულად მიიჩნევა. ამგვარი ქმედების ჩამდენი ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს და ჟურნალისტობა ე.წ. ინდულგენცია ვერასდროს ვერ იქნება.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რას იტყვიან კეზერაშვილის ჯიბეზე ჩამოკიდებული კონგრესმენი უილსონი თუ გერმანიის წარმავალი დეპუტატი როთი. მათ ქვეყნებში გაცილებით ხისტად მოხდებოდა პოლიციის ოფიცერზე თავდამსხმელის დაკავება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაყენებული ბრალდება მინიმუმ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები