“არ არსებობს ფაქტობრივად მსოფლიოს არცერთი წერტილი, სადაც დაწყებული კონფლიქტი არ იყოს ან სადღაც პოტენციური კონფლიქტის კერა არ არსებობდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებას პირველივე თვეებში შეძლებს.
“მოვა ის დრო, და ჩვენ ველოდებით ამ დროს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ძალიან ჯანსაღ გარემოში დავსხდეთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და გავიაროთ ის გამოწვევები რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში დგას.
რაც შეეხება ტრამპის დაპირებას უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, გვჯერა, რომ ამას მალევე, პირველივე თვეებში შეძლებს. ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის ძირითადი კომპონენტი და გასაღები ისაა, თუ როდის დასრულდება უკრაინაში ომი. რაც უფრო მალე მოხდება ეს, ყველაფერი მით უფრო მალე გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის, ევროკავშირთან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.