“ბლინკენი წესებზე დამყარებულ წესრიგზე ლაპარაკობდა; საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთო, სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო – ეს წესებია თუ უწესობა?” – ჩიხელიძე

“ბლინკენი სულ წესებზე დამყარებული წესრიგის სიკეთეზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს წესები ძალიან ბუნდოვანი ჩანს – საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა დაღუპული პრეზიდენტის სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთ საქართველოსო. იმავე სამძიმარზე სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს სომხეთის საგარეო მინისტრი არარატ მირზოიანი და ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ხელს მოაწერენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.

ბლინკენი სულ წესებზე დამყარებული წესრიგის სიკეთეზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს წესები ძალიან ბუნდოვანი ჩანს – საქართველოს პრემიერი ირანში ჩავიდა დაღუპული პრეზიდენტის სამძიმარზე და სანქციები დავუწესოთ საქართველოსო. იმავე სამძიმარზე სომხეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმოთო. თან ირანი და სომხეთიც სტრატეგიული პარტნიორები არიან.

ბოდიშს კი ვიხდი მისტერ ბლინკენთან, მაგრამ ეს წესებია თუ უწესობა?”- წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები