ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორი: მტკიცებულებითი სტანდარტი საკმაოდ მაღალია, ბრალდებულების უფლებაა აღიარებენ თუ არა

“ქოლცენტრების საქმეზე მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი”, – ამის შესახებ ე.წ ქოლცენტრების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულების უფლებაა აღიარებენ თუ არა.

„ჩვენ ამ საქმეზე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შვეიცარიის კონფედერაციასთან, შესაბამისად, მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი. მათი უფლებაა აღიარებენ თუ არა. რაც შეეხება პირებს, ისინი არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თუმცა გამოძიება გრძელდება და ბუნებრივია, შესაბამისი შედეგების შესახებ გაცნობებთ“, – განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები