საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები