ნატა ფერაძეს ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტს.

ნატა ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები