სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ “ქართული ოცნების” ყრილობა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დაიწყო. ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს.
პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ.
ამის შემდეგ კი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. მთავრობის დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.