უკრაინის უშიშროების სამსახურმა “ილ-76”-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ომის კანონების და წესების დარღვევის მუხლით საქმე აღძრა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 24 იანვარს ბელგოროდთან ჩამოვარდნილ სატრანსპორტო თვითმფრინავ “ილ-76”-თან დაკავშირებით ომის კანონების და წესების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ მედიას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

უკრაინის სპეცსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, ავიაკატასტროფის ყველა გარემოების დასადგენად, ღონისძიებების კომპლექსი ტარდება.

რუსეთში ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე 64 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა, რასაც ამ დრომდე უკრაინა არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები