მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო არჩევნებზე: ყველა წინა არჩევნებზე გაცილებით უკეთესი არჩევნები იყო და ისეთი სიზუსტით ჩატარდა, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ღირსებია

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იდეალურად ჩატარდა.

„ყველა წინა არჩევნებზე გაცილებით უკეთესი არჩევნები იყო და ისეთი სიზუსტით ჩატარდა, რაც ამ ქვეყანას და მათ შორის ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ღირსებია. ამაზეც ლაპარაკობდნენ [ოპოზიცია], რომ გაყალბდაო, წინა არჩევნებიც უმაღლესად იყო ჩატარებული და გააყალბეს „პივიტი“. ამ ყველაფერი ჩართული იყო დიდი ფული. არჩევნების შედეგებზე ვერაფრით გავლენა ვერ მოახდინეს. მთელი სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ პირველ სრულად ელექტრონულ არჩევნებში იყო გაყალბება. ამის ვერცერთი ფაქტი ვერ მოიტანეს. პროკურატურა იხვეწებოდა, თუ რამე გაქვთ, მოიტანეთო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები