მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას – რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ის ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, ვისაც რაღაც დავალებას და შესაბამის თანხას მიიღებს.
„ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რასაც დაავალებენ იმას გააკეთებენ. მათ ერთადერთი უფლება აქვთ, შეეკამათონ, თუ ფულს არ მისცემენ ასე მონაწილეობას როგორ მივიღებთო“, – აღნიშნა მდინარაძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციური პარტიებიდან ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მამუკა მდინარაძემ უპასუხა: „ის, ვინც რაღაც დავალებას მიიღებს და შესაბამის თანხას“.