უმრავლესობის წევრები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.
უმრავლესობის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გაიმართება.
პრემიერთან შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ, რაც ეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგს.
არსებული ინფორმაციით, მსჯელობის ერთ-ერთი თემა მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობის საკითხი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები