დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის

გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის, – ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკ რასმუსენი დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებს გრენლანდიაზე.

„თუ გადახედავთ ნატო-ს ხელშეკრულებას,  გაერო-ს წესდებას ან საერთაშორისო სამართალს, გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ლარს ლოკ რასმუსენმა ყველა პარტიის ლიდერი მოსალაპარაკებლად მიიწვია, რათა ერთობლივად უპასუხონ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს.

„არავის არ უნდა მივცეთ უფლება, უპატივცემულოდ მოგვექცნენ. საკმარისია“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები