“სააკაშვილი უკრაინაში ქართველ “კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და საქართველოში სიტუაციის ასარევად დახმარება სთხოვა“

სააკაშვილი უკრაინაში ქართველ “კანონიერ ქურდებს“ შეხვდა – ამ სათურით გაზეთი „ასავალ – დასავალი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინაში “კანონიერ ქურდებს“ ამა წლის ივლისში შეხვდა და მათ საქართველოში სიტუაციის ასარევად და ქაოსის გამოსაწვევად დახმარება სთხოვა. მისივე მტკიცებით, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზება უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ გააკეთა.
“სააკაშვილი შეხვდა “კანონიერი ქურდ“ ანთიმოზ ქუხილავას, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან, კერძოდ, გულრიფშის რაიონიდანაა და ქუთაისელ “კანონიერ ქურდ“ პაატა ფილაურს, რომელიც საზღვარგარეთის კრიმინალურ წრეებში პოლიკარპე ჯანელიძის სახელით არის ცნობილი, ხოლო მისი ქურდული მეტსახელია “პოლი“. კრიმინალურ ავტორიტეტებს სააკაშვილმა აღუთქვა, რომ იგი მათ თანადგომას დაუფასებდა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ პრივილეგიებს მიანიჭებდა.
გეგმა ძალიან მარტივია-საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა “კანონიერმა ქურდებმა“ საქართველოში მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირების მეშვეობით, რომლებიც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები არიან და ქურდულ ტრადიციებს აღიარებენ, უნდა მოახერხონ კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა – უნდა გახშირდეს ყაჩაღობა, მკვლელობები, დაჭრები, ქურდული გარჩევები, რეკეტები. რაც მთავარია, სიტუაციის ესკალაცია უნდა მოხდეს ციხეში. აი სწორედ მაშინ ხედავს სააკაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის აბუნტების, რევოლუციური ფონის შექმნისა და „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ-ერთ ეფექტურ და მოკლე გზას“,-აცხადებს სანდო წყარო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები