„სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი ეკლესიის წინააღმდეგ გადამწყვეტ დარტყმას გეგმავს“

სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი ეკლესიის წინააღმდეგ გადამწყვეტ დარტყმას გეგმავს, – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ სამღვდელოების წინააღმდეგ დიდი რეპრესიების დასაწყებად ემზადება.
„სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც ახლა მომავალი არჩევნებისთვის გაშმაგებულ სამზადისშია, ეკლესიის წინააღმდეგ გადამწყვეტ დარტყმას გეგმავს. კურვალური ინფორმაციით, უკვე არსებობს მამაოების შავი სიაც და საკმარისია, სიტუაცია ოდნავ აირიოს, ეს გეგმა მაშინვე ამუშავდება. რაც ყველაზე სახიფათოა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „ნაცები“ „ქართულ ოცნებაშიც“ იოლად იპოვიან მოკავშირეებს“, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი „ქართული ოცნებიდან“ „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ სავარაუდო მოკავშირეებად „რესპუბლიკელებს“, მაია ფანჯიკიძეს, ირაკლი ალასანიას და ალექსი პეტრიაშვილს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები