გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემას ითხოვს
უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემას ითხოვს. ბარამიძემ ადვოკატ ბექა ბასილაიას მიმართა, რომელიც ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძის უფლებებს იცავს, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ჩვენების მიცემის შესაძლებლობა მიეცეს.
“ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, რომლის თაობაზეც ამდენი ჭორი, ბინძური ინსინუაცია და დაუსაბუთებელი ბრალდება წლებია ისმის. ჩემი არაერთგზის საჯარო მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ დღემდე არაფერი მკითხა. ამიტომ მე მივმართე ადვოკატ ბექა ბასილაიას, რათა მომეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ჩვენება მივცე. იმედი მაქვს, სასამართლოში მოსამართლე და ამ საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის შემთხვევაში ისინიც, მოისმენენ, რაც მე ვიცი ამ საქმეზე და დასრულდება ზურას გარდაცვალების საქმის პოლიტიკური მიზნებით ზურას მეგობრებისა და ერთგული თანამებრძოლების წინააღმდეგ უსირცხვილოთა და ცილისმწამებლურად გამოყენება”, – აცხადებს გიორგი ბარამიძე.