გარდაბანში ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი დაზიანდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარდაბანში ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი დაზიანდა.
მათივე ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ და ადგილზე მუშაობდნენ.
“23 დეკემბერს გარდაბანში ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და ღერძი დაზიანდა. საბედნიეროდ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ და ადგილზე მუშაობდნენ.
ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.