გიორგი ვოლსკი: მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს – მათი ერთობლივი მიზანია დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა
საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს – მათი ერთობლივი მიზანია, რომ საქართველოში შეირყეს სიტუაცია დესტაბილიზაცია განვითარდეს და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, რასაკვირველია, იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მაგრამ, არც ევროკავშირის რეგლამენტით ეს ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა და რაც მთავარია, აქ მავნებლობის კიდევ ერთხელ დიდი დემონსტრირება იქნებოდა არა გარედან უტიფარი შემოტევის, არამედ შიდა მოღალატეების მხრიდან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.