გერმანიაში შესაძლო საახალწლო არეულობისთვის ემზადებიან

გერმანიის შს მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ბერლინსა და სხვა ქალაქებში საგანგებო სამსახურებზე საახალწლო თავდასხმების და არეულობების ეშინია.

ამის შესახებ მან RND media group-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, წელს ხელისუფლება უფრო მეტად ემზადება პოტენციური ძალადობისთვის, ვიდრე გასულ წელს იყო.

”მე ვიცი, რომ ფედერალური მიწები და მათი საპოლიციო ძალები ამისთვის სხვანაირად ემზადებიან, ვიდრე წინა ჯერზე: რისკის ახალი შეფასებებით, მეტი პოლიციით,” – თქვა ფეზერმა.

მან შეშფოთება გამოთქვა, რომ ახალი წლის ღამე. შესაძლოა, კვლავ გახდეს ის დღე, როდესაც “ბრმა მრისხანება და უაზრო ძალადობა” იფეთქებს ზოგიერთ ქალაქში, განსაკუთრებით – პოლიციის ან ექსტრემალური სამსახურების წინააღმდეგ.

იანვარში ბერლინის პოლიციაში განაცხადეს, რომ დედაქალაქში საახალწლო არეულობებთან დაკავშირებით 145 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 38 პირი პოლიციასა და ექსტრემალური სამსახურების მუშაკებზე თავდასხმების ბრალდებით.

მანამდე, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა (BfV), რომელიც ასევე სადაზვერვო სააგენტოს როლს ასრულებს, ქვეყანაში ისლამისტური ტერაქტების საფრთხის დონის მნიშვნელოვან ზრდაზე განაცხადა, ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები