სოზარ სუბარი ვაზიანის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე დევნილ ბავშვებს შეხვდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხვალ, მოადგილესთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად, ვაზიანის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე დევნილ ბავშვებს შეხვდება.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,შეხვედრა 10:00 საათზე გაიმართება.