ალექსი პეტრიაშვილი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ლატვიაში, რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციისა და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები განიხილეს. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები