მურმან დუმბაძე პარტიიდან მისი გარიცხვის შემდეგ პარლამენტში “რყევებს” აანონსებს
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარლამენტში “საქმიანობას როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი ისე აპირებს. ამის შესახებ დუმბაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
“მე გეუბნებით, რომ საქართველოს პარლამენტშიც შეიძლება, მოჰყვეს ამას რყევები, გარანტიას გაძლევთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ალბათ, პოლიტიკური ფრაქცია “ქართული ოცნება” დაიშლება”, – აღნიშნა დუმბაძემ.