ონში იუსტიციის სახლი აშენდება
თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ონში 2016 წლისთვის იუსტიციის სახლი აშენდება. ინფორმაციას წულუკიანის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
“ამბროლაურში მოქალაქეებისთვის სერვისის მიწოდებისთვის გარემო გაცილებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ონში აღნიშნული საკითხი კრიტიკას ვერ უძლებს; ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ონში მცირე ზომის იუსტიციის სახლი 2016 წლისთვის აშენდეს”, – აცხადებენ უწყებაში.