კახეთში ალმოდებული თივის ზვინიდან ცეცხლი 4 წლის ბავშვს გადაედო

   დედოფლისწყაროში 4 წლის ბავშვმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, ხოლო დედა დაშავდა.
მცირეწლოვანმა თამაშის დროს ეზოში თივის ზვინს ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც ცეცხლი მასაც მოედო. ბიჭის დედა ხანძრიდან შვილის გამოყვანას ცდილობდა.
ბავშვი დამწვრობის ცენტრში დედასთან ერთად გვიან ღამით გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
რეანიმატოლოგ გიორგი წერეთელის განცხადებით, ბავშვს 80%_იანი დამწვრობა აღენიშნება.
“ბავშვი მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, აღენიშნება სხეულის 80%-ის დამწვრობა, მესამე ხარისხის მძიმე დამწვრობითი შოკი. რაც შეეხება დედას, მას აქვს 15%-ის საერთო დამწვრობა, ეს არის საშუალო სიმძიმის დამწვრობა. იგი მოთავსდა ქირურგიის განყოფილებაში”, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები