ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ
ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ. კულტურის სფეროს მთავარი ჯილდო, სპეციალური პრიზი – „ოვაცია” წელს 20 ხელოვანს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა.
,,კულტურა ნამდვილად არის ის მთავარი საყრდენი, რომლის გარეშეც ვერც ერთი საზოგადოება ვერ პროგრესირებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კულტურას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა საერთაშორისო პოპულარიზაციის კუთხით და თითოეულ ნიჭიერ ხელოვანს სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად მდიდარია როგორც კულტურით, ასევე ნიჭიერი ხელოვანებით. შესაბამისად, მსოფლიო კულტურის რუკაზე ღირსეული ადგილი გვიჭირავს. მსურს თითოეულ ხელოვანს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის, გისურვოთ შემდგომი წარმატებები”, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული ხელოვანები დაჯილდოება მეორე წელია იმართება.