ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – დაშავებულია ათამდე ადამიანი
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.