ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 12-მა საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშში „ჩემი მუნიციპალიტეტი“ მიიღო მონაწილეობა

5 დეკემბერს, კინოთეატრ „სინემას“ დარბაზში ინტელექტუალური თამაში „ჩემი მუნიციპალიტეტი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 12-მა საჯარო სკოლამ მიიღო.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლელიანის და ბაისუბნის საჯარო სკოლები.

ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილები გადანაწილდა: I ადგილი – ლელიანის საჯარო სკოლა; II ადგილი – ბაისუბნის საჯარო სკოლა; III ადგილი – ვარდისუბნის საჯარო სკოლა.

მონაწილე გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ პრიზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები