Economist: ზელენსკის და ზალუჟნის შორის კონფლიქტი “ღია დაპირისპირებაში” გადაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტი, რომელიც გასული წლის ზაფხულში დაიწყო, წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ „ღია დაპირისპირებაში“ გადაიზარდა.

ამის შესახებ The Economist-ს უკრაინის მთავრობაში წყარომ უთხრა.

მისი თქმით, ამჟამად, პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის ურთიერთობა შეიძლება, შეფასდეს, როგორც “საშინელი”. ამავდროულად, თავად კონფლიქტი იყო “პროგნოზირებადი”, რადგან კონტრშეტევა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, “გეგმის მიხედვით არ წარიმართა”.

სიტუაცია დაამძიმა მთავარსარდალმა, რომელიც „არაგონივრულად იქცეოდა“ და ზელენსკის ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა.

თუმცა, გამოცემის წყაროს თქმით, უკრაინის მთავრობაში ცოტა ვინმეს ექნებოდა ზალუჟნის ფხიზელ შეფასებებსა და დასკვნების საწინააღმდეგო აზრი. მისი თქმით, ამჟამად, არსებობს ორმხრივი ბრალდებები წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაში.

„პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათი გენერლები საბჭოთა კავშირში გაწვრთნილი იდიოტები არიან. გენერლები კი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები სულელები არიან, რომლებიც მათ ხელს უშლიან. გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, მაგრამ არავის სურს, იყოს გამოუვალი მდგომარეობის მშობელი“, – განმარტა წყარომ.

The Economist-ი იხსენებს, რომ ვალერი ზალუჟნი ამჟამად უკრაინის სამხრეთ ნაწილის „ჩაბარების“ საქმის მოწმეა, თუმცა, მისი სტატუსი შესაძლოა, შეიცვალოს.

წყაროების თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფრთხე მიზნად ისახავს „ზალუჟნის შეკავებას”. ამავდროულად, გამოცემას გენშტაბში უთხრეს, რომ ზალუჟნი პირიქით, მედიაში ჩნდება, რომ თავი სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაიზღვიოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის ლიდერს, რომელიც უარს ამბობს 2024 წლის მარტში არჩევნების ჩატარებაზე და სურს ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთთან ომის დასრულებამდე, შესაძლოა, პოპულარული ზალუჟნის კონკურენციის ეშინოდეს.

The Economist-ს მოჰყავს შიდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს, რომ „კორუფციით შელახული“ ზელენსკის ნდობა 32%-მდე დაეცა, ხოლო ზალუჟნის ნდობის რეიტინგი 70%-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვსაც კი ზელენსკიზე მაღალი რეიტინგი აქვს და ის 45%-ს აღწევს.

აღნიშნულია, რომ უკრაინაში კვლევა ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა, მაგრამ არ არის დაზუსტებული რომელი სამსახურის მიერ და რამდენი რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები