გორში მრვალასართულიანი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
გორში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მრვალასართულიანი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მისამართებია:
• სტალინის გამზირის N5 (გამოიცვალა მე-2 სადარბაზოს სახურავი)
• რომელაშვილების ქუჩა N179
• თარხნიშვილის ქუჩა N18 (გამოიცვალა პირველი სადარბაზოს სახურავი)
• თამარ მეფის გამზირი N82
• თამარ მეფის მე-5 კვარტალი N21 (გამოიცვალა მხოლოდ წყალშემკრები ძაბრების და ვერტიკალური წყალსადინარი მილები)
• მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლება (ერთი კორპუსი)
მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით 100 – მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. პროექტის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს.
სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 90% – იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.
თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას.