წელს მცხეთა-მთიანეთში, სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, 20-ზე მეტი პროექტი განხორციელდა
მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე წელს მხარეში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, 20-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. სამუშაოები ჩატარდა როგორც მუნიციპალიტეტების ქალაქების, აგრეთვე, დაბებისა და სოფლების ტერიტორიებზე. პროექტების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარამდე შეადგენს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მომავალში კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.