დმანისში, თანასოფლელმა 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა არასრულწლოვანმა დაჭრა.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები იმყოფებიან.
მომხდარის დამატებითი დეტალები უცნობია.