თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.