Red Wings-ი, რომელიც რეისს მოსკოვიდან-ბათუმში ასრულებდა, ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის გამო უკან დაბრუნდა

რუსული ავიაკომპანია – Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს რეისს მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით ასრულებდა, უკან, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა.

Paper Kartuli-ის ცნობით, Red Wings-ი რეისს Sukhoi Superjet-ის თვითმფრინავით ასრულებდა.

როგორც ტელეგრამის არხი “შენი ბათუმი” ბორტგამცილებელზე დაყრდნობით წერს,  თვითმფრინავი აეროპორტში იმის გამო დაბრუნდა, რომ “მთაში ფრენისთვის აუცილებელი დამხმარე მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა”.

ბათუმის აეროპორტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რეისი 4 საათით გადაიდო.

შეფერხების შესახებ ინფორმაციას “ტავ ჯორჯიაშიც” ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები