ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ფესტივალი “ჯონ-დირი” ჩატარდა
28 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ფესტივალი “ჯონ-დირი” ჩატარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
“ფესტივალი წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და უფრო მასშტაბური გახდა. ფესტივალმა 200 -მდე ფერმერი გააერთიანა, რომლებიც ადგილზე ახდენდნენ ტრაქტორების პრეზენტაციას. ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიებებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.